ირაკლი ღარბაშვილი: რთველი წელსაც დასუბსიდირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხდებით, რთველი 2022 წელსაც დასუბსიდირდება და ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 150 მილიონი დაიხარჯება. ერთი კილოგრამი თეთრი ყურძნი 90 თეთრი ეღირება. პრემიერის თქმით, არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. 

„პროცესში ღვინის 300-მდე კომპანია ჩაერთვება. ჩვენ მათთან სრული კოორდინაცია გვაქვს. შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უკვე მუშაობს. ჩვენ წელს რეკორდულ მოსავალს ველოდებით - დაახლოებით, 300 000 ტონა მოსავალს. ეს რეკორდული მაჩვენებელია. ყველა გამოწვევისა და ფაქტორის გათვალისწინებით, წელსაც, რა თქმა უნდა, სუბსიდირება გაგრძელდება. ჯამურად, მთავრობას სუბსიდირება დაახლოებით 150 მილიონი ლარი დაუჯდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.