თეგი: როსატომი

„როსატომმა“ უნგრეთში, ორი ბირთვული რეაქტორის მშენებლობის უფლება მიიღო

„როსატომმა“ უნგრეთში, ორი ბირთვული რეაქტორის მშენებლობის უფლება მიიღო. ამის შესახებ ნებართვა უნგრეთის მთავრობამ, რამდენიმე თვიანი განხილვის შემდეგ გასცა.  ორი ატომური რეაქტორის პროექტის ღირებულება 12,5 მილიარდი ევროა და მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება, მას შემდეგ, რაც მარეგულირებელი ორგანოები პროექტს დაამტკიცებენ.    ბუდაპეშტთან, ატომურ ელექტროსადგურ „პაკშის“ ოთხი რექტორი მუშაობს. პროექტის ფარგლებში, კიდევ ორი რეაქტორის დამატება იგეგმება. პროექტის დიდ ნაწილს რუსეთი აფინანსებს.  შეგახსენებთ, რომ ანალოგიურ პროექტზე, რომელიც „როსატომს“ უნდა განეხორციელებინა ფინეთმა უარი თქვა.   

დმიტრო კულება: „როსატომი" ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში უნდა მოხვდეს

უკრაინას, რუსეთის „როსატომის“ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში ჩართვა სურს. ამის შესახებ უკრაინულ მედიას საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განუცხადა. ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტზე საუბრისას კულებამ თქვა, რომ საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განვითარებული მოვლენების შემდეგ გახდა. „როსატომის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესების ყველა საფუძველი არსებობს. ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან", - განაცხადა კულებამ. მისი პროგნოზით, ევროკავშირმა ახალი სანქციების პაკეტი შესაძლოა უფრო სწრაფად მიიღოს და პროცესი წლის ბოლომდე არ გადაიდოს.