„როსატომმა“ უნგრეთში, ორი ბირთვული რეაქტორის მშენებლობის უფლება მიიღო. ამის შესახებ ნებართვა უნგრეთის მთავრობამ, რამდენიმე თვიანი განხილვის შემდეგ გასცა.
ორი ატომური რეაქტორის პროექტის ღირებულება 12,5 მილიარდი ევროა და მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება, მას შემდეგ, რაც მარეგულირებელი ორგანოები პროექტს დაამტკიცებენ.
ბუდაპეშტთან, ატომურ ელექტროსადგურ „პაკშის“ ოთხი რექტორი მუშაობს. პროექტის ფარგლებში, კიდევ ორი რეაქტორის დამატება იგეგმება. პროექტის დიდ ნაწილს რუსეთი აფინანსებს.
შეგახსენებთ, რომ ანალოგიურ პროექტზე, რომელიც „როსატომს“ უნდა განეხორციელებინა ფინეთმა უარი თქვა.