თეგი: სარატოვი

მედია: რუსეთში, სარატოვის ოლქის აეროდრომზე, უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმა განხორციელდა

5 დეკემბერს, რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, საავიაციო აეროდრომზე აფეთქება მოხდა. რუსული მედიის ცნობით, სამხედრო აეროდრომზე თავდასხმა უცნობი დრონის მეშვეობით განხორციელდა.  სავარაუდოდ, დაზიანდა ორი Tu-95 ბომბდამშენი. ASTRA-ს წყაროების ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ორი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა და ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ქალაქი ენგელსი უკრაინიდან 800 კმ-ზე მეტ მანძილზე მდებარეობს.  

მედია: რუსეთში აფეთქება კიდევ ერთ სამხედრო აეროდრომზე მოხდა

რუსეთის ორ სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. რუსეთის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ აეროდრომზე ქალაქ რიაზანთან, მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, საწვავის ტანკერი აფეთქდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ორი ​​ადამიანი დაშავდა სარატოვის რეგიონში აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შედეგად. უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქებები. ტერიტორია უკრაინის საზღვრიდან 800 კმ-ზე მეტ მანძილზე მდებარეობს. აფეთქებები მას შემდეგ მოხდა, რაც გასულ კვირას გამოქვეყნდა სატელიტური ფოტოები, რომლებზეც ჩანს ენგელსის საჰაერო ბაზაზე სამხედრო თვითმფრინავების გაზრდილი აქტივობა. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორივე ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია.