მედია: რუსეთში, სარატოვის ოლქის აეროდრომზე, უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმა განხორციელდა

5 დეკემბერს, რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, საავიაციო აეროდრომზე აფეთქება მოხდა.

რუსული მედიის ცნობით, სამხედრო აეროდრომზე თავდასხმა უცნობი დრონის მეშვეობით განხორციელდა. 

სავარაუდოდ, დაზიანდა ორი Tu-95 ბომბდამშენი.

ASTRA-ს წყაროების ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ორი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა და ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ქალაქი ენგელსი უკრაინიდან 800 კმ-ზე მეტ მანძილზე მდებარეობს.