თეგი: სბერბანკი

WSJ: აშშ-ს ახალი სანქციების პაკეტში რუსული „სბერბანკი“ მოხვდა

აშშ-ის ახალი სანქციების პაკეტში რუსეთის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი „სბერბანკი“ მოხვდა. ცნობილია, რომ ევროკავშირი ამ ბანკის სანქციების ქვეშ მოქცევაზე ამ დრომდე თავს იკავებდა.  ამის შესახებ WSJ წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის სანქციების ახალ პაკეტში აკრძალვები ვრცელდება რუსეთში განსახორციელებელ ახალ ინვესტიციებზე და მსხვილ ბანკებში არსებულ უცხოურ აქტივებზე.  ძირითადად სანქციები შეეხებათ რუსეთის მსხვილ ბანკებს, მათ შორის იგეგმებას „სბერბანკის“ აქტივების გაყინვა.  სანქციების ახალ პაკეტში ჩართული იქნება „ვითიბი ბანკი“ და სახელმწიფო ორგანიზაციები, რომელთა მიმართაც სანქციები ადრეც ამოქმედდა. ახლა კი ზეწოლა გაძლიერდება.  ასევე აშშ-ის სანქციები გავრცელდება რუსეთის ოფიცილურ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე.  5 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცახდა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აწესებს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა  აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

სამი უმსხვილესი რუსული ბანკი SWIFT-დან გათიშეს

Deutsche Welle-ს ცნობით, რუსული ფინანსური ინსტიტუტები Sberbank-ი, Rosselkhozbank-ი და Moscow Credit Bank-ი საერთაშორისო გადახდების უმსხვილეს სისტემა SWIFT-თან გათიშეს. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს ზელენსკი პარტნიორებს: გათიშეთ რუსეთი SWIFT-დან ხსენებული საკითხი ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტში შევიდა და გადაწყვეტილება დღეიდან ძალაშია. 12 მარტიდან ამ ფინანსური შეტყობინებების სისტემამ მომსახურების მიწოდება VTB, FC Otkritie, Promsvyazbank, Sovcombank, Rossiya Bank, Novikombank და სახელმწიფო კორპორაცია VEB-ს შეუწყვიტა. რა არის SWIFT-ი და რა გავლენას მოახდენს SWIFT-დან რუსეთის გათიშვა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ევროკავშირი „სბერბანკის“ წინააღმდეგ სანქციების გაფართოების ინიციატივით გამოდის - Bloomberg

ევროკავშირი რუსეთის უმსხვილესი „სბერბანკის“ წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. „სბერბანკთან“ დაკავშირებული სანქცია ითვალისწინებს აქტივების სრულ გაყინვას. ლონდონში რუსული „სბერბანკის“ ფილიალი გაკოტრდა WSJ: აშშ-ს ახალი სანქციების პაკეტში რუსული „სბერბანკი“ მოხვდა Financial Times: ევროკავშირი სანქცირებულთა სიაში „სბერბანკის“ ხელმძღვანელსა და „ალუმინის ოლიგარქს“ ამატებს უკვე ცნობილია, რომ უმსხვილესი რუსული ბანკი SWIFT-დან გათიშეს. გამოცემა წერს, რომ ახალი ინიციატივა, დამტკიცების შემთხვევაში 6 თვის შემდეგ ამოქმედდება, რადგან ევროკავშირის სანქციებს ყველა წევრის მხარდაჭერა სჭირდება და შესაძლოა ინიციატივის დეტალები, მის დამტკიცებამდე კიდევ შეიცვალოს. წყაროების ცნობით, გუშინ ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე დაისვა საკითხი, რომ ოქროს ემბარგო, რუსულ საიუველირო ნაწარმზეც გავრცელდეს. „სბერბანკი“ ერთ-ერთია იმ რუსულ საფინანსო ინსტიტუტებს შორის, რომლებსაც დასავლეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები დაუწესა. კერძოდ, სანქციები უზღუდავს „სბერბანკს“ დოლარში გაკეთებულ ტრანზაქციებზე წვდომას. ამ ფონზე ბანკის აქციების ფასი მნიშვნელოვნად დაეცა, რომ 2 მარტს ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციები 1 ცენტადაც კი ივაჭრებოდა.   

რუსული „სბერბანკი“ ყაზახეთის ბაზარს ტოვებს

რუსული ფინანსური ჯგუფი „სბერბანკის“ აქციები ყაზახეთში, ადგილობრივმა ნაციონალურმა Baiterek ჰოლდინგმა იყიდა.  ევროკავშირი „სბერბანკის“ წინააღმდეგ სანქციების გაფართოების ინიციატივით გამოდის - Bloomberg სბერბანკმა ყაზახეთის ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. ლონდონში რუსული „სბერბანკის“ ფილიალი გაკოტრდა ბანკში აღნიშნეს, რომ „სბერბანკ ყაზახეთს“ აქვს საკმარისი ლიკვიდობა, მაღალი ხარისხის საკრედიტო პორტფელი და მრავალი წლის განმავლობაში იყო ყაზახეთის ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე.  ფინეთის ექს-პრემიერი ესკო აჰო რუსული „სბერბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებს „სბერბანკი ყაზახეთის“ შეძენის გადაწყვეტილების მიღებისას, Baiterek ჰოლდინგმა შეაფასა მისი მაღალი მნიშვნელობა ქვეყნის ფინანსური სისტემისთვის. ბანკის საკუთრებაში არსებული თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები ფინანსურ ინსტიტუტს საშუალებას მისცემს მოკლე დროში დაუბრუნდეს სრულფასოვან მუშაობას და დაიწყოს ყაზახეთის ეკონომიკის რეალური სექტორის დაფინანსება“, - ნათქვამია ანგარიშში.  

პრაღის სასამართლომ რუსული „სბერბანკის“ შვილობილი, გაკოტრებულად გამოაცხადა

პრაღის საქალაქო სასამართლომ, რუსულ „სბერბანკის“ შვილობილი Sberbank CZ გაკოტრებულად გამოაცხადა.   პრაღის სასამართლომ Sberbank CZ -ის საქმის განხილვა ივლისის ბოლოს დაიწყო. ბანკის დავალანება და შეუსრულებელი ვალდებულებები 61 მილიარდ კრონას (2,3 მილიონი ევრო)შეადგენს.  გაკოტრების დროს მოვალის აქტივები იყიდება და შემოსავალი ნაწილდება მის კრედიტორებზე. მაისის დასაწყისში ჩეხეთის ეროვნულმა ბანკმა კანონიერად გააუქმა Sberbank CZ-ს საბანკო ლიცენზია, რის შემდეგაც პრაღის საქალაქო სასამართლომ მიიღო შესაბამისი ზომები ბანკის ლიკვიდაციისთვის. სბერბანკის შვილობილი კომპანიის მდგომარეობის გაუარესება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ დეპოზიტების გადინებამ გამოიწვია.