პრაღის საქალაქო სასამართლომ, რუსულ „სბერბანკის“ შვილობილი Sberbank CZ გაკოტრებულად გამოაცხადა.
პრაღის სასამართლომ Sberbank CZ -ის საქმის განხილვა ივლისის ბოლოს დაიწყო. ბანკის დავალანება და შეუსრულებელი ვალდებულებები 61 მილიარდ კრონას (2,3 მილიონი ევრო)შეადგენს.
გაკოტრების დროს მოვალის აქტივები იყიდება და შემოსავალი ნაწილდება მის კრედიტორებზე.
მაისის დასაწყისში ჩეხეთის ეროვნულმა ბანკმა კანონიერად გააუქმა Sberbank CZ-ს საბანკო ლიცენზია, რის შემდეგაც პრაღის საქალაქო სასამართლომ მიიღო შესაბამისი ზომები ბანკის ლიკვიდაციისთვის.
სბერბანკის შვილობილი კომპანიის მდგომარეობის გაუარესება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ დეპოზიტების გადინებამ გამოიწვია.