თეგი: სინაგოგა

მედია: იერუსალიმში სინაგოგასთან ტერაქტი მოხდა

იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლის შედეგადა შვიდი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. ამის შესახებ The Jerusalem Post (JP) იუწყება. Ynetnews სხვა მონაცემებს ასახელებს. გამოცემის ცნობით, დაიღუპა რვა ადამიანი და დაშავდა 12. JP წერს, რომ თავდამსხმელი პოლიციამ დანაშაულის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას მოკლა. მისი პიროვნების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. ისრაელის მედია მომხდარს ტერაქტს უწოდებს.  

დეტროიტში სინაგოგის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი მოკლეს

მიჩიგანის შტატში, დეტროიტში, ქალაქის ცენტრში მდებარე ისააკ აგრის სახელობის სინაგოგის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი სამანტა უოლი მოკლეს. ცხედარი მოკლულის სახლთან იპოვეს. დეტროიტის პოლიციის ინფორმაციით, სავარაუდოდ, უოლი დანით სახლში მოკლეს, რაზეც მათი განცხადებით, სისხლის ნაკვალევი მიუთითებს. პოლიციისთვის, მკვლელობის მოტივი ჯერ უცნობია. დეტროიტის მერმა მაიკ დუგანმა განაცხადა, რომ შოკირებულია „დეტროიტის ერთ-ერთი ახალგაზრდა ლიდერის სიკვდილით." ისააკ აგრის სახელობის სინაგოგა 1921 წელს დაარსდა. ეს დეტროიტის ქალაქის საზღვრებში მდებარე ერთადერთი სინაგოგაა. 40 წლის სამანტა უოლი აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მან მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კამპანიებში და ასევე იყო დემოკრატიული პარტიიდან წარმომადგენელთა პალატის წევრის, ელისა სლოტკინის მრჩეველი. სამანტა უოლის საქმიანობა ასევე მიმართული იყო ქალაქის ებრაულ და მუსლიმურ თემებს შორის ურთიერთგაგების დამყარებაზე.