მედია: იერუსალიმში სინაგოგასთან ტერაქტი მოხდა

იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლის შედეგადა შვიდი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.

ამის შესახებ The Jerusalem Post (JP) იუწყება.

Ynetnews სხვა მონაცემებს ასახელებს. გამოცემის ცნობით, დაიღუპა რვა ადამიანი და დაშავდა 12.

JP წერს, რომ თავდამსხმელი პოლიციამ დანაშაულის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას მოკლა.

მისი პიროვნების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. ისრაელის მედია მომხდარს ტერაქტს უწოდებს.