თეგი: ტექნოლოგიები

Meta-მ კიდევ ერთხელ გააფრთხილა ევროპა, რომ იძულებული იქნება, Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობა შეაჩეროს

Meta-მ კიდევ ერთხელ გააფრთხილა ევროპა, რომ იძულებული იქნება, Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობა შეაჩეროს, თუ ის ვერ შეძლებს მომხმარებლის მონაცემების დაბრუნებას შეერთებულ შტატებში განთავსებულ სერვერებზე. საგულისხმოა, რომ მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ევროპული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებლების მონაცემი ევროკავშირის იურისდიქციაში უნდა ინახებოდეს. კომპანიის განმარტებით, მონაცემთა გადაცემის შეჩერება დამანგრეველ გავლენას მოახდენს მის მიზანმიმართულ ონლაინ რეკლამის შესაძლებლობებზე. „ჩვენ არ გვაქვს არანაირი სურვილი და გეგმები ევროპიდან გასვლის, მაგრამ მარტივი რეალობა ის არის, რომ Meta და მრავალი სხვა ბიზნესი, ორგანიზაცია და სერვისი ეყრდნობა მონაცემთა გადაცემას ევროკავშირსა და აშშ-ის შორის, რათა აწარმოოს გლობალური სერვისები“, - ნათქვამია კომპანიის სპიკერის განცხადებაში.ანალოგიური საფრთხის შესახებ Facebook-ი 2020 წლის სექტემბერშიც იუწყებოდა. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, Meta-ს აქციები 25%-ით დაეცა, ისტორიაში პირველად კი, ტექნოლოგიური გიგანტის ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რიცხვი შემცირდა.

რუსეთის რაკეტამ ირანის თანამგზავრი დედამიწის ორბიტაზე გაიყვანა

რუსეთის ფედერაციის კუთვნილი რაკეტა-გადამყვანი „სოიუზ 2.16“ ბაიკანურის კოსმოდრომიდან დედამიწის ორბიტაზე გავიდა. ირანი რუსეთს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის „სოიუზ 2.16“ კოსმოსში ირანის შეკვეთით დამზადებულ თანამგზავრ „ჰაიამს“ გაიყვანს, რომელიც დედამიწის დისტანციურად ზონდირების აპარატურითაა აღჭურვილი. „სოიუზ 2.16“-ის გაშვების პირდაპირი ტრანსლაცია „როსკოსმოსის“ YouTube-არხზე შედგა. „სოიუზ 2.16“-ის გაშვებიდან რამდენიმე წუთში, ბლოკი „ფრეგატი“, ირანული თანამგზავრით „სოიუზის“ მესამე საფეხურს გამოეყო. ბლოკი „ფრეგატი“ ირანული თანამგზავრის ორბიტაზე გაყვანაზეა პასუხისმგებელი. რუსული მედიის ცნობით, ირანულ თანამგზავრ „ჰაიამთან“ ერთად ორბიტაზე, 16 მცირე აპარატი გავა. რომლებიც, რუსეთის წამყვანმა უნივერსიტეტებმა, კომერციულმა კომპანიებმა და არაკომერციულმა ორგანიზაციებმა შექმნეს.  „ეს მოწყობილობები სამეცნიერო კვლევებისთვის, ელექტრომაგნიტური გამოსხივების დონის გასაზომად, დედამიწის დისტანციური ზონდირებისთვის და გარემოს მდგომარეობის მონიტორინგისთვისაა საჭირო“, - წერს მედია. რუსეთმა და ირანმა შეთანხმებას, დისტანციური ზონდირების კოსმოსური სისტემის შექმნის შესახებ 2015 წელს მოაწერეს ხელი. ამ ფაქტამდე, რამდენიმე დღით ადრე Washingtonpost- ზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც განხილულია თუ რა საფრთხეების შემცველია დედამიწის ორბიტაზე გასული ირანის თანამგზავრი. გამოცემა გამოთქვამს ვარაუდს, რომ თანამგზავრი მოსკოვსაც და თეირანს ჯაშუშობის უპრეცედენტო შესაძლებლობებს მისცემს. ექსპერტების თქმით, ირანს საკუთარი მიზნებისთვის სამხედრო მეთვალყურეობის ჩატარების გარდა, შეუძლია სურათების გაზიარება რეგიონის გასამხედროებულ ჯგუფებთან. მაგალითად, სატელიტური მონაცემების მიღება შეუძლიათ ჰუთის მეამბოხეებს, რომლებიც იბრძვიან იემენში, ან შიიტურ დანაყოფებს ერაყსა და სირიაში. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსეთი ირანთან თანამშრომლობას აძლიერებს. 2022 წლის ივლისში მოსკოვმა და თეირანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, სამგზავრო ფრენების რაოდენობა კვირაში 35-მდე გაიზრდება. პუტინმა ირანში 20 ივლისს გამართა მოლაპარაკებები უზენაეს ლიდერთან, აიათოლა ალი ხამენეისთან. შედგა სამმხრივი შეხვედრა ირანის, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობით. აშშ მიიჩნევს, რომ პუტინის ვიზიტი ირანში, აჩვენებს, თუ რამდენად იზოლირებულია რუსეთი პუტინის ვიზიტს წინ უძღოდა თეთრი სახლის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანი ემზადება, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. ირანმა ეს ცნობა უარყო.