თეგი: ტეხასი

ჯო ბაიდენი: როცა 18 წლის ბავშვს შეუძლია, იყიდოს თავდასხმის იარაღი, უბრალოდ არასწორია

არ მითხრათ, რომ ამ ხოცვა-ჟლეტაზე გავლენას ვერ მოვახდენთ. ის, რომ 18 წლის ბავშვს შეუძლია შევიდეს მაღაზიაში და იყიდოს თავდასხმის იარაღი, უბრალოდ არასწორია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლიდან გამოსვლისას განაცხადა, რითაც ტეხასის სკოლაში მომხდარ სროლას გამოეხმაურა. „ბავშვის დაკარგვა იგივეა, თითქოს სულის ნაჭერი ამოგლეჯილი გაქვს. არ მითხრათ, რომ ამ ხოცვა-ჟლეტაზე გავლენას ვერ მოვახდენთ. ის, რომ 18 წლის ბავშვს შეუძლია შევიდეს მაღაზიაში და იყიდოს თავდასხმის იარაღი, უბრალოდ არასწორია. ასეთი მასობრივი სროლები იშვიათად ხდება მსოფლიოს სხვა ადგილას. რატომ ვართ მზად, ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით? რატომ ვაძლევთ საშუალებას ეს მოხდეს? დროა ვიმოქმედოთ,“- აღნიშნა ბაიდენმა. ასევე წაიკითხეთ: ტეხასის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა  

ირაკლი ღარიბაშვილი ტეხასის სკოლაში მომხდარ მასობრივ სროლას ეხმაურება და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტეხასის დაწყებით სკოლაში მომხდარ მასობრივ სროლას ეხმაურება და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს. ამის შესახებ პრემიერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ შეძრულნი ვართ ახალი ამბით ტეხასის შტატის უვალდეს დაწყებით სკოლაში საშინელი მასობრივი სროლის შესახებ. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და თანაგრძნობას ვუცხადებ ჩემი და თითოეული ქართველის სახელით დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს. ჩვენ ვდგავართ ამერიკელ ხალხთან ერთად ამ მწუხარების დროს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ასევე წაიკითხეთ: ტეხასის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა  

ტეხასში მიტოვებულ სატვირთოში, სულ მცირე, 46 ცხედარი იპოვეს

ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოს გარეუბანში, მიტოვებულ სატვირთო მანქანაში - 46 ადამიანის ცხედარი იპოვეს. სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 16 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. გადარჩენილებს სიცხე და სხეულის გადახურება აღენიშნებოდათ. სან ანტონიო, აშშ-მექსიკის საზღვრიდან 250 კმ-ში მდებარეობს და კონტრაბანდისტების სატრანზიტო მარშრუტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია. სან ანტონიოს მეხანძრე-მაშველმა ჩარლზ ჰუდმა განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე 18:00 საათზე მივიდნენ, მას შემდეგ რაც სამაშველო სამსახურმა გარდაცვლილების შესახებ ცნობები მიიღო. მანამდე ადგილობრივებმა იპოვეს ტრაილერი, რომლის გვერდით ცხედარი შენიშნეს. კარების გაღებისთანავე შიგნით კიდევ რამდენიმე ცხედარი დაინახეს, სატვირთოს არ ჰქონდა კონდიციონერი და მისაბმელის შიგნით წყალი არ იყო.  

ჯო ბაიდენმა ტეხასის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილება მედიკამენტური აბორტის აკრძალვის შესახებ დაგმო

ტეხასის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო ქალებმა შესაძლოა დაკარგონ წვდომა სამედიცინო პრეპარატზე, - ჯო ბაიდენმა ტეხასის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილება მედიკამენტური აბორტის აკრძალვის შესახებ დაგმო. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, 20 წელიწადზე მეტია მილიონობით ქალი გამოიყენებდა „მიფეპრისტონს“ არასასურველი ორსულობის უსაფრთხო და ეფექტური შეწყვეტისთვის.  "ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ეროვნულ დონეზე აბორტების აკრძალვის მიმართულებით, რომელიც დააანონსეს არჩეულმა რესპუბლიკელებმა. იუსტიციის დეპარტამენტმა უკვე გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ბაიდენმა. ცნობისთვის, ტეხასის შტატის ფედერალურმა მოსამართლემ შეაჩერა „მიფეპრისტონის“ მოქმედების ნებართვა, რომელიც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ნებართვის საფუძველზე 22 წელზე მეტია, მედიკამენტური აბორტისთვის გამოიყენებოდა.