თეგი: ტორნადო

გერმანიაში ტორნადოს შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

გერმანიის დასავლეთ ნაწილში, რაინ-ვესტფალიის ჩრდილოეთ რაიონში ტორნადოს შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე” ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავებულთაგან ათის მდგომარეობა მძიმეა. ტორნადომ ასამდე შენობას სახურავები გადახადა და დიდი რაოდენობით ავტომობილები დააზიანა. გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ტორნადოს სიჩქარე საათში 130 კილომეტრს აღწევდა.  

აშშ-ში ტორნადოს, სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ტორნადოებს სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა. Reuters-ის ინფორმაციით, სტიქიურმა უბედურებამ განსაკუთრებით ალაბამას შტატი დააზიანა, სადაც ათობით სახლი განადგურდა, ათასობით ადამიანს კი ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიწოდება. სამაშველო ჯგუფები უამინდობის დროს დაკარგული ადამიანების გადარჩენის ოპერაციებში არიან ჩართულები. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარიშხალი კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება.