გერმანიის დასავლეთ ნაწილში, რაინ-ვესტფალიის ჩრდილოეთ რაიონში ტორნადოს შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე” ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებულთაგან ათის მდგომარეობა მძიმეა. ტორნადომ ასამდე შენობას სახურავები გადახადა და დიდი რაოდენობით ავტომობილები დააზიანა.
გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ტორნადოს სიჩქარე საათში 130 კილომეტრს აღწევდა.