თეგი: უგანდა

უგანდაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს მიაღწია

უგანდაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს მიაღწია. BBC-ის ინფორმაციით, უგანდის ქალაქ მპონდვეში სკოლაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლთა უმეტესობას სკოლის მოსწავლეები შეადგენენ. გამოცემის ცნობით, თავდასხმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა მეამბოხეებმა მოაწყვეს. თავდასხმის შედეგად დაშავებული 8 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.  მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  

უგანდის პრეზიდენტმა თავისი ვაჟი თავდაცვის ძალების მეთაურად დანიშნა

უგანდის პრეზიდენტმა იოვერი მუსევენიმ თავისი ვაჟი გენერალი მუჰოზი კაინერუგაბა თავდაცვის ძალების ახალ მეთაურად დანიშნა. დაწინაურებამდე მუჰოზი მამის უფროსი მრჩეველი იყო.  იოვერი მუსევენის მომავალში პრეზიდენტობა სურს. 2022 წელს მუსევენიმ გაათავისუფლა თავისი ვაჟი სახმელეთო ჯარების მეთაურის პოსტიდან მას შემდეგ, რაც ის სოციალურ მედია X-ზე გამოქვეყნებული პოსტების საშუალებით, მეზობელ კენიაში შეჭრის მუქარით გამოვიდა.