უგანდაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს მიაღწია

უგანდაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს მიაღწია. BBC-ის ინფორმაციით, უგანდის ქალაქ მპონდვეში სკოლაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლთა უმეტესობას სკოლის მოსწავლეები შეადგენენ.

გამოცემის ცნობით, თავდასხმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა მეამბოხეებმა მოაწყვეს. თავდასხმის შედეგად დაშავებული 8 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. 

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.