თეგი: ყაზბეგი

ყაზბეგში არადეკლარირებული საქონელი გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 7607 ლარის ღირებულების არადეკლარირებული, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი გამოავლინეს. კანონდამრღვევ მოქალაქეებს, აღნიშნული არადეკლარირებული საქონელი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების წინასწარ მოწყობილ სამალავებში ჰქონდათ განთავსებული. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.  

მყინვარწვერზე დაკარგულ კაცს ეძებენ

ყაზბეგში, მყინვარწვერზე კაცი დაიკარგა. ინფორმაცია ამის შესახებ „რუსთავი2-მა“ 25 დეკემბერს, საღამოს გაავრცელა. სამძებრო პროცესში 20-მდე მაშველია ჩართული. თავის მხრივ, „ნეტგაზეთი“ წერს, რომ კაცი მყინვარწვერზე ჯგუფთან ერთად იყო ასული, 23 დეკემბრის შემდეგ კი, მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.