მყინვარწვერზე დაკარგულ კაცს ეძებენ

ყაზბეგში, მყინვარწვერზე კაცი დაიკარგა. ინფორმაცია ამის შესახებ „რუსთავი2-მა“ 25 დეკემბერს, საღამოს გაავრცელა. სამძებრო პროცესში 20-მდე მაშველია ჩართული.

თავის მხრივ, „ნეტგაზეთი“ წერს, რომ კაცი მყინვარწვერზე ჯგუფთან ერთად იყო ასული, 23 დეკემბრის შემდეგ კი, მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.