თეგი: შაჰ-დენიზი

შაჰ-დენიზიდან თურქეთში გაზის მიწოდება დროებით შეჩერდება

აზერბაიჯანის „შაჰ-დენიზის“ გაზის კონდენსატის საბადოდან, თურქეთისთვის გაზის მიწოდება მიმდინარე წლის აგვისტოში შეჩერდება. ამის შესახებ  თურქეთის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანიის BOTAŞ-ის განცხადებაშია ნათქვამი.  „2022 წლის 14-დან 28 აგვისტომდე შაჰ-დენიზი-თურქეთის (ბაქო-თბილისი-ერზრუმის) მილსადენზე დაგეგმილი რემონტის გამო, ტურკგოზუს შესასვლელი პუნქტიდან ეროვნული გაზის გამანაწილებელი ქსელის გაზის მიწოდება 14 დღის განმავლობაში შეუძლებელი იქნება. გაზის გამანაწილებელ ეროვნულ ქსელში მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსზე პრობლემები გეგმიური რემონტის გამო მოსალოდნელი არ არის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში ბაქო-თბილისი-ერზრუმის გავლით 10,236 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება განხორციელდა, არც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,368 მილიარდი კუბური მეტრით მეტია. სამხრეთ კავკასიის გაზსადენით გაზის ტრანსპორტირება წლის განმავლობაში 22,3%-ზე მეტითაა გაზრდილი.  ზოგადად, 2022 წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით 19,898 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტვირთა. რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,5 პროცენტით მეტია და 17,07 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.   

შაჰდენიზის ჩრდილო-აღმოსავლეთის ფლანგზე გაზის მოპოვება დაიწყო

შაჰ-დენიზ 2-ის პროექტის ფარგლებში, საბადოს ჩრდილო-აღმოსავლეთის ფლანგზე გაზის წარმოება დაიწყო, იუწყება აზერბაიჯანული მედია bp-ზე დაყრდნობით. მანამდე ჩრდილო-აღმოსავლეთ ფლანგზე ყველა დაკავშირებული სამშენებლო სამუშაო და ოპერატიული ტესტირება წარმატებით დასრულდა და სისტემა ექსპლუატაციაში შევიდა. შაჰ-დენიზის ბუნებრივი აირის საბადო — აზერბაიჯანში ყველაზე დიდი ბუნებრივი აირის საბადოა. ის მდებარეობს კასპიის ზღვაში ბაქოდან 70 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით. შაჰ-დენიზის საბადოს ბუნებრივი აირის მარაგი დაახლოებით 1 ტრილიონი კუბური მეტრია. საბადოდან ბუნებრივი აირი მიეწოდება სანგაჩალის (აზერბაიჯანი) ტერმინალს, საიდანაც მისი შეშვება ხდება სამხრეთ კავკასიის გაზსადენში. სამხრეთ კავკასიური მილსადენიდან საქართველოს გაზმომარაგება ხდება 30 დუიმიანი განშტოებით, რომელიც მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში (სოფელი ჯანდარი). საბადოს 140 კვადრატული კილომეტრი უჭირავს.