აზერბაიჯანის „შაჰ-დენიზის“ გაზის კონდენსატის საბადოდან, თურქეთისთვის გაზის მიწოდება მიმდინარე წლის აგვისტოში შეჩერდება. ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანიის BOTAŞ-ის განცხადებაშია ნათქვამი.
„2022 წლის 14-დან 28 აგვისტომდე შაჰ-დენიზი-თურქეთის (ბაქო-თბილისი-ერზრუმის) მილსადენზე დაგეგმილი რემონტის გამო, ტურკგოზუს შესასვლელი პუნქტიდან ეროვნული გაზის გამანაწილებელი ქსელის გაზის მიწოდება 14 დღის განმავლობაში შეუძლებელი იქნება. გაზის გამანაწილებელ ეროვნულ ქსელში მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსზე პრობლემები გეგმიური რემონტის გამო მოსალოდნელი არ არის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში ბაქო-თბილისი-ერზრუმის გავლით 10,236 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება განხორციელდა, არც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,368 მილიარდი კუბური მეტრით მეტია. სამხრეთ კავკასიის გაზსადენით გაზის ტრანსპორტირება წლის განმავლობაში 22,3%-ზე მეტითაა გაზრდილი.
ზოგადად, 2022 წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით 19,898 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტვირთა. რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,5 პროცენტით მეტია და 17,07 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.