თეგი: შვეულმფრენი

სლოვაკეთმა უკრაინას საჩუქრად 5 შვეულმფრენი გადასცა

სლოვაკეთმა უკრაინას საჩუქრად გადასცა საბჭოთა კავშირის მიერ წარმოებული Mi-სერიის ხუთი სამხედრო შვეულმფრენი და საბრძოლო მასალა სარაკეტო სისტემისთვის. ამის შესახებ ქვეყნის თადაცვის მინისტრმა განაცხადა.   დახმარება მოიცავს ოთხ M1-17 და ერთ Mi-2 ტიპის შვეულმფრენს, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკვე გადაეცა. სანაცვლოდ სლოვაკეთს აშშ-ის წარმოების UH-60M Black Hawk ვერტმფრენები გადაეცა. სლოვაკეთის პრეზიდენტი: უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცა Zuzana-2-ს გადავცემთ სლოვაკეთი უკრაინას ვერტმფრენებს, კანადა, პოლონეთი და ნიდერლანდები კი საარტილერიო დანადგარებს გადასცემენ NATO-ს წევრი და უკრაინის დასავლელი მეზობელი, სლოვაკეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას. სლოვაკეთმა უკრინას უკვე გადასცა სხვა სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა, მათ შორის S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

სასაზღვრო პოლიცია თავის საკუთრებაში არსებულ ფრანგული წარმოების AS-350B3 ტიპის შვეულმფრენს განაახლებს

სასაზღვრო პოლიცია 15 807.57 ევროდ განაახლებს თავის ბალანსზე არსებულ ფრანგული წარმოების AS-350B3 ტიპის შვეულმფრენს. მისი გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო ნაწილებს სახელმწიფო გამარტივებული შესყიდვით შეიძენს რუმინული კომპანია "Airbus Helicopters Romania"-სგან. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს პოლიციის პოლკოვნიკ იოსებ არჯევანიშვილის პატაკის მიხედვით, რომელიც შესყიდვის საფუძველია, AS-350 ტიპის შვეულმფრენს გეგმური, კალენდარული, ტექნიკური მომსახურების პროცესში გამოუვლინდა დაზიანება (ნახევრად ლამინირებული საკისრების „Half Laminated Bearing“ 704A33633303 დაზიანება (რეზინის დაშუშხვა) და მისი შეკეთების აუცილებლობაც ამის შემდეგ დადგა დღის წესრიგში. სასაზღვრო პოლიციის ვებგვერდის მიხედვით, უწყების ბალანსზე 12 შვეულმფრენი ირიცხებოდა გუდაურში MИ-8 ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნამდე, რომელმაც კატასტროფა 29 ივლისს განიცადა. ავიაკატასტროფას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. წყარო - რადიო თავისუფლება  

მადრიდის მახლობლად ავტობანზე შვეულმფრენი ჩამოვარდა

ესპანეთში, მადრიდის მახლობლად, ავტობანზე შვეულმფრენი ჩამოვარდა. დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის არის მანქანის მძღოლი, რომელსაც საფრენი აპარატის ნაწილი დაეცა. ავარიის სავარაუდოდ მიზეზად ძლიერი ქარი სახელდება. შვეულმფრენში ორი ადამიანი იყო. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. ერთმა დამოუკიდებლად შეძლო გამოსვლა, მეორე კი, მეხანძრე-მაშველებმა ამოიყვანეს.