მადრიდის მახლობლად ავტობანზე შვეულმფრენი ჩამოვარდა

ესპანეთში, მადრიდის მახლობლად, ავტობანზე შვეულმფრენი ჩამოვარდა. დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის არის მანქანის მძღოლი, რომელსაც საფრენი აპარატის ნაწილი დაეცა.

ავარიის სავარაუდოდ მიზეზად ძლიერი ქარი სახელდება. შვეულმფრენში ორი ადამიანი იყო. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. ერთმა დამოუკიდებლად შეძლო გამოსვლა, მეორე კი, მეხანძრე-მაშველებმა ამოიყვანეს.