თეგი: ჩელსი

რომან აბრამოვიჩმა „ჩელსის“ $5,2 მილიარდად გაყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია

ინგლისურ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ ყიდვის სურვილი ბიზნესმენების კონსორციუმმა გამოთქვა, რომლის შემადგენლობაშიცაა ამერიკელი მილიარდერი ტოდ ბელი, რომელიც ბეისბოლის გუნდის „ლოს-ანჯელეს დოდჯერს“-ის თანამფლობელია.  „ჩელსის“ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, გარიგების დეტალები შეთანხმებულია. გარიგების თანახმად, კონსორციუმი საფეხბურთო კლუბში 4,25 მილიარდ ფუნტ სტერლინგს ($5,2 მილიარდი) გადაიხდის. აქედან 2,5 მილიარდი ფუნტი „ჩელსის“ აქციების შესყიდვაზე მიემართება. დანარჩენი თანხა კი ბრიტანეთში აბრამოვიჩის გაყინულ ანგარიშზე მოხვდება. აბრამოვიჩი თანხის დახარჯვას ქველმოქმედებაზე გეგმავს. 1,75 მილიარდი ფუნტის დახარჯვას, საფეხბურთო კლუბის მფლობელები მის განვითარებაზე დახარჯავენ. ამასთან, იგეგმება ინვესტირება ქალთა გუნდშიც, „ჩელსის“ აკადემიაში და ლონდონში, ორი სტადიონის შესაკეთებლად. ბიზნესმენების კონსორციუმში ტოდ ბილის გარდა გაწევრიანდნენ ამერიკელი ბიზნესმენი, მარკ უოლტერი, შვეიცარიელი მილიარდერი ჰანსიორგ ვისი და საინვესტიციო კომპანია Clearlake Capital. გარიგება მაისის ბოლოს დაიხურება. საბოლოოდ გარიგება უნდა დაამტკიცოს ინგლისის საფეხბურთო ხელისუფლებამ და დიდი ბრიტანეთის მთავრობამ. რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი „ჩელსის“ 2003 წლიდან ფლობს. მან კლუბის გაყიდვის შესახებ მარტში გამოაცხადა, ცოტა ხნით ადრე, სანამ ის გაერთიანებული სამეფოს სანქციების ქვეშ მოხვდებოდა უკრაინაში ომის გამო. აბრამოვიჩმა თქვა, რომ კლუბის გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. Forbes-ის შეფასებით, აბრამოვიჩის ქონება 13.3 მილიარდი დოლარია. მას გაერთიანებულ სამეფოში მნიშვნელოვანი აქტივები ეკუთვნის, მათ შორისაა წილი საფეხბურთო კლუბ “ჩელსიში”, რომელიც 1.5 მილიარდად იყო შეფასებული. აბრამოვიჩს ისრაელის და პორტუგალიის მოქალაქეობა აქვს. რუსი ოლიგარქი იმ შვიდ რუს მილიარდერს შორისაა, რომლებიც 10 მარტს, ბრიტანეთის სანქციების სიას დაემატნენ. Reuters-ის მიერ 14 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები ევროკავშირის სასანქციო სიაში რომან აბრამოვიჩის შეყვანაზე შეთანხმდნენ. სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პუტინის ახლოს წრეს და მასთან დაახლოებულ ოლიგარქებს დაუწესდათ. დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში მითითებულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია. ასევე წაიკითხეთ  დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი თელ-ავივის აეროპორტის VIP დარბაზში შენიშნეს - Reuters  სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News  აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა

ბრიტანეთის მთავრობამ „ჩელსის“ გაყიდვას მხარი დაუჭირა. სანქცირებული რომან აბრამოვიჩი გაყიდვისგან სარგებელს ვერ მიიღებს

„გუშინ ღამით მთავრობამ გასცა ლიცენზია, რომელიც საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვის ნებართვას იძლევა”, - ამის შესახებ დაწერა „ტვიტერზე“ ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა კულტურის, მედიისა და სპორტის საკითხებში ნადინ დორისმა. ბრიტანეთის მთავრობამ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვას მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების გარიგებიდან რუსი მფლობელი, რომან აბრამოვიჩი სარგებელს ვერ მიიღებს. ცნობისთვის, „ჩელსის“ გაყიდვით სრულდება აბრამოვიჩის მიერ კლუბის ფლობის თითქმის ოცწლიანი ისტორია. კრემლთან და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებულ რუს ოლიგარქს გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაუწესა. შეგახსენებთ, რომ რომან აბრამოვიჩმა „ჩელსი“ 2003 წელს 140 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა. განვლილ 15 წელიწადში ლონდონელებმა 5-ჯერ მოიგეს ინგლისის პრემიერ ლიგა, ერთხელ - ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ - ევროპა ლიგა, ხოლო ინგლისის ლიგისა და ასოციაციის თასები ჯამში რვაჯერ. ამასთანავე აბრამოვიჩმა გუნდის წარმატებისთვის უამრავი მილიონი დახარჯა ფეხბურთელების შესაძენად.  ასევე წაიკითხეთ: დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა