თეგი: ცხვარიჭამია

ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, რომელსაც ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ს108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  

ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე 7 პირი დააკავეს

28 ივლისს ცხვარიჭამიაში მომხდარი, 2002 წელს დაბადებული მ.კ.-ს მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „პოლიციამ დაადგინა მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით. განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აცხადებს შსს. ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცი 28 ივლისს მოკლეს.  

ცხვარიჭამიაში, 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 7 პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ხულიგნობის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ხულიგნობის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. პოლიციამ ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 ივლისს, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრების ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებული მხარეები, მათ შორის დ.ჯ. – დანის გამოყენებით, ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რა დროსაც დ.ჯ.-მ მირიან კუკავას დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად მირიან კუკავა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადილიდან მიიმალა. „გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფაქტს რამდენიმე პირი შეესწრო, თუმცა მათ მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს, ხოლო მოგვიანებით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. სამართალდამცველებმა რვა პირი, მათ შორის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. პროკურატურამ დ.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლთ (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხუთ პირს ბრალდება 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორ პირს ბრალდება 370-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება) და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს მირიან კუკავას ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო. პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ და მართლმსაჯულება აღსრულდეს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.  

მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

სასამართლომ ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებულს და საქმეზე დაკავებულ კიდევ 7 პირს პატიმრობა შეუფარდა. „ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ჩემ მიერ მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა“, - ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდის, მირიან კუკავას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა დავით ჯიჯეიშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა. ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე 7 პირი დააკავეს დაკავებულ რვავე პირს ბრალი ოფიციალურად 30 ივლისს წარუდგინეს. ბრალდებული 7 პირიდან 5 პირს ბრალი ჯგუფური ხულიგნობით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს ბრალდება ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცხვარიჭამიაში, 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 7 პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს რაც შეეხება დავით ჯიჯეიშვილს, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მკვლელობაში ბრალდებული: ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ვაღიარებ, რომ მირიან კუკავა ჩემ მიერ მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა საქმეზე დაკავებული სხვა 7 პირი ბრალს არ აღიარებს. პოლიციამ ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა ცნობისათვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის, ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, როდესაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მომხდარს მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც ის ადგილზე გარდაიცვალა. თავად ჯიჯეიშვილი მიმალვაში თითქმის ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: დღეს იმის ილუზია არ გვქონია, რომ შესაძლებელი იყო, სასამართლოს რაიმე სხვა გადაწყვეტილება მიეღო

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებულის, დავით ჯიჯეიშვილის ადვოკატმა, გიორგი გვაჯაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გირაოს გამოყენების შესაძლებლობის საკითხი არც განხილულა. „დღეს იმის ილუზია არ გვქონია, რომ შესაძლებელი იყო, სასამართლოს რაიმე სხვა გადაწყვეტილება მიეღო“, - ამბობს ადვოკატი.  ადვოკატის თქმით, მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილი და მოკლული, მირიან კუკავა ერთმანეთს არ იცნობდნენ. ამასთან, მკვლელობის მოტივზე განმარტებებს არ აკეთებს. „29 ივლისს დავით ჯიჯეიშვილი დედის თანხლებით, პოლიციის განყოფილებაში აღიარებით მივიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მის მიერ ჩადენილ ბრალეულ ქმედებას ათვითცნობიერებს, გულწრფელად ინანიებს მას და უკვე 29 ივლისიდან შესაბამისი სასჯელისთვის ემზადება. ამდენად, დღეს იმის ილუზია არ გვქონია, რომ შესაძლებელი იყო სასამართლოს რაიმე სხვა გადაწყვეტილება მიეღო. მეტსაც გეტყვით, უფრო ნაკლებად მკაცრ აღკვეთის ღონისძიების შესაძლებლობასთან დაკავშირებით მას ჩემთვის არც უკითხავს და ჩვენს შორის გირაოს გამოყენების შესაძლებლობის საკითხი არც განხილულა,“ - განაცხადა გიორგი გვაჯაიამ. „მოტივი არის უკვე დეტალებზე საუბარი. დეტალებზე ორი მიზეზის გამო ვერ და არ ვისაუბრებ. პირველი: ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს და მეორე: მინდა იცოდეთ, რომ მე გარდა ჩემი პროფესიული ვალდებულების შესრულებისა, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა მაქვს. შესაბამისად, საზოგადოების ცნობისმოყვარე ნაწილის დაკმაყოფილების ხარჯზე საზოგადოების შეგნებულ ნაწილს ვერ დავაზარალებ, რომელსაც შეიძლება იმ დეტალების საჯაროდ გახმოვანებით ტკივილი მიადგეს, რასაც ამ საქმესთან ჰქონდა შემხებლობა“, - აღნიშა ადვოკატმა. მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ.

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებული 8 პირიდან 5 სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

მოსამართლის გადაწყვეტილებით სხდომათა დარბაზიდან 10 000 -ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებული 3 პირი, ასევე, ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული 2 პირი: რატი ჩაჩანიძე, ირაკლი ასლანაძე, ნიკოლოზ ბაზაძე, ოთარ კვირაია და დავით ხარისჭირაშვილი. ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული დავით ჯიჯეიშვილი, ასევე ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებულები: გიორგი ხორავა და გიორგი კუჭავა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვაჟა ფუხაშვილმა მიიღო. ცნობისთვის, ცხვარიჭამიაში ორი თვის წინ, ახალგაზდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, რა დროსაც კუკავა დაიღუპა.  

ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სოფელ ცხვარიჭამიაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მირიან კუკავას განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობისთვის ორი პირი ცნო დამნაშავედ. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 28 ივლისს, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრების ნაწილს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დანით ჭრილობები მიაყენა მირიან კუკავას, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ასევე, გამოძიებამ დაადგინა მირიან კუკავას განზრახ მკვლელობამდე მომხდარი დაპირისპირების მონაწილე სხვა პირები, რომლებმაც მირიან კუკავას და მის მეგობრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახი მკვლელობა), 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით), ხოლო ორ პირს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სამივე პირი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად - განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პირს - თოთხმეტი წლის ვადით, ხულიგნობის ფაქტზე ბრალდებულებს კი - სამი წლით და ექვსი თვით და ორი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ​აქვე, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩადენისთვის ბრალდებული სხვა პირების საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.