თეგი: "ალტ-ინფო"
პრორუსული ორიენტაციის "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი ლიდერი: "ალტ-ინფოს" ფინანსური რესურსი ფაქტობრივად არ აქვს, ტელევიზია მაუწყებლობას, სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შეაჩერებს
"ალტ-ინფოს" რესურსი ფაქტობრივად არ აქვს. დახურვის საშიშროება ყოველთვის არის, ამ ლიბერალური დიქტატურის ხელში ყველაფერია შესაძლებელი, - ამის შესახებ პრორუსული ორიენტაციის "ალტ-ინფოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, კოკა მორგოშიამ განაცხადა. მისივე ცნობით, ტელევიზიას ფინანსური პრობლემები დაუდგა და არხი მაუწყებლობას სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შეაჩერებს. ამასთან,"ალტ-ინფოს" წარმომადგენლები დახმარებას საზოგადოებისგან ითხოვენ. "ალტ-ინფოს" რესურსი ფაქტობრივად არ აქვს. დახურვის საშიშროება ყოველთვის არის, ამ ლიბერალური დიქტატურის ხელში ყველაფერია შესაძლებელი. ამ წუთის მდგომარეობით, ხელფასების პრობლემა შემდეგი თვიდან პრობლემა გახდება, მაგრამ დღის ბოლოს და ხვალ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ პრობლემას გადავჭრით. პოლიტიკურ საკითხებთან ერთად გვქონდა რიგ ბიზნესმენებთან შეხვედრა, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს "ალტ-ინფოს" და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს დღეებში მათთან და ხალხთან ერთად გამოვასწორებთ. საუბარია ქართველ ბიზნესმენებზე, რომლებიც რუსეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოღვაწეობენ"- განაცხადა კოკა მორგოშიამ.