თეგი: "ვივამედი"

ნევროლოგი მიხეილ სააკაშვილზე: ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამ პირობებში დაავადების განკურნება შეუძლებელია

ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამ პირობებში დაავადების განკურნება შეუძლებელია, ის საპატიმრო პირობებში იმყოფება, განსხვავება არ არის, იქნება რუსთავში თუ კლინიკაშიკლინიკა „ვივამედში“, - ამის შესახებ  ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „დასკვნის გაფორმება ფინალურ სტადიას უახლოვდება, ამიტომ აუცილებელია პაციენტის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის სტატუსი აღიწეროს. ბოლო ვიზიტიდან გასულია უკვე თითქმის 2 კვირაზე მეტი. ამ ხნის განმავლობაში მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები, რაც უნდა ვნახოთ და ისტორიაში ჩაიწეროს, ასევე დასკვნაშიც. ამიტომ ჩვენი დღევანდელი ვიზიტი არის მორიგი საექსპერტო ვიზიტი. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამ პირობებში დაავადების განკურნება შეუძლებელია, ის საპატიმრო პირობებში იმყოფება, განსხვავება არ არის, იქნება რუსთავში თუ კლინიკაში“, - განაცხადა თოიძემ. მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. კლინიკა „ვივამედი” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ. 9 მაისს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება. ოჯახი და ექსპრეზიდენტის გუნდის წევრები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 24 მაისს განაცხადა, რომ „ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი“. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. მოსამართლემ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტების შეშვება დაავალა ადვოკატის თქმით, სააკაშვილი წოლით რეჟიმზეა, ვერ გადაადგილდება და წონა მკვეთრად დაკარგა