თეგი: "მარცვლეულის შეთანხმება"
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინიდან 20 მილიონ ტონამდე მარცვლეულის ექსპორტი იგეგმება
"მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინის პორტების განბლოკვის თაობაზე ხელმოწერილი შეთანხმება სრულადაა ქვეყნის ინტერესებში, ხოლო ოფიციალურ კიევს საკუთარ პორტებზე კონტროლი აქვს - უკრაინიდან 20 მილიონ ტონამდე მარცვლეულის ექსპორტი იგეგმება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. სტამბოლში უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ, ხელშეკრულება გაფორმდა რას მოიცავს სტამბოლში მიღებული „მარცვლეულის შეთანხმება“ - დეტალები მისივე თქმით, სამხედროებმა პორტების მისადგომების 100%-იან კონტროლში დაარწმუნეს. „ხელმოწერილი დოკუმენტის ტექსტი გამოქვეყნდა და იქ არსებული საკითხების გაცნობა ყველას შეუძლია. ეს საკითხები სრულად აკმაყოფილებს უკრაინის ინტერესებს. ახლა ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ გავაგრძელოთ ჩვენი პორტების მუშაობა შავ ზღვაზე, არამედ მათ საჭირო დაცვასაც ვინარჩუნებთ. სამხედროებმა ჩვენი პორტების მისადგომების 100%-იან კონტროლში დამარწმუნეს“, – განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 22 ივლისს სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მარცვლეულისა და სურსათის მიწოდების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა. შეთანხმება შედგა და უკრიანელები ბლოკირებულ მარცვლეულს სამი პორტიდან - ოდესის, ჩერნომორსკის და იუჟნეს პორტებიდან გაიტანენ. რუსეთის დელეგაცია სტამბოლში, უკრაინული მარცვლეულის საკითხზე ხელშეკრულების გასაფორმებლად ჩავიდა მანამდე, 13 ივლისს, თურქეთის მეტროპოლიაში უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან დაბლოკილი მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების მიწოდების საკითხზე რუსეთის ფედერაციის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლების ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართა. თურქეთი აცხადებს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით, რუსეთთან შეთანხმება მიღწეულია - BBC თურქეთის ეროვნული უშიშროების მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ მიღწეულია პროგრესი სტამბოლში საკოორდინაციო ცენტრის შექმნის საქმეში, სადაც ოთხი მხარის წარმომადგენლები განთავსდებიან.