თეგი: "საქართველოსთვის"

„საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს წევრი, დავით ფარცვანია პარტიიდან გაირიცხა

პარტია „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს წევრი, დავით ფარცვანია პარტიიდან გაირიცხა. ამის შესახებ ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ ფრაქციის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზაზა თავაძის თქმით, მათი ინფორმაციით, "ქართული ოცნების“ მხრიდან 20 ათასი დოლარის და მომავალში კარგ პოზიციაზე დასაქმების სანაცვლოდ, დავით ფარცვანიამ ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” დატოვა. „ქართული ოცნება“ აგრესიულად აგრძელებს მიზანმიმართულ ბრძოლას ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, მთელი საქართველოა მასშტაბით. მათ შორის მუნიციპალიტეტებში პოლიტიკური ძალაუფლების მიტაცებას უკანონო მეთოდების გამოყენებით, რაშიც აქტიურად ჰყავთ ჩართული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებიც. ადგილი აქვს ადამიანების მოსყიდვას, დაშინებას, შანტაჟს, მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანის ძალადობრივად წართმევას, რასაც ადამიანების გარკვეული ნაწილი, სამწუხაროდ, ვერ უძლებს. ჩვენ გვაქვს ღირსეული ბრძოლის მაგალითებიც. ჩვენი პარტია აერთიანებს საერთო, ეროვნული იდეების გარშემო, მხოლოდ საქართველოსათვის შეკრებილ, სწორი ფასეულობების და ღირებულებების ათასობთ ადამიანს, ქვეყნის ყველა რეგიონიდან, რომელთა გვერდით, ღირსებააყრილი და გაყიდული ადამიანების ადგილი არ არის. ჩვენი გადაწყვეტილება, ყველა მსგავს შემთხვევაში იქნება ძალიან მკაცრი. ყველასათვის ნათელია, რომ „ოცნებამ“ სრულად შეითავსა მმართველობის ის მახინჯი ფორმები, რომელიც 2011-12 წლებში იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ახასიათებდა და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, „ოცნება“ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ღიად ვაჭრობს ქვეყნის სუვერენიტეტით, და ევროპული მომავლით, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ღირსეულ პასუხს გასცემენ“, – განაცხადა თბილისი ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ.    

ნათია მეზვრიშვილი პარტიიდან დავით ფარცვანიას გარიცხვაზე: უმძიმესი ტვირთი ერგო და ვპირდები, კიდევ უფრო დავუმძიმებ

დღეს პარტიიდან გავრიცხეთ. უმძიმესი ტვირთი ერგო და ვპირდები, კიდევ უფრო დავუმძიმებ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა პარტიიდან დავით ფარცვანიას გარიცხვასთან დაკავშირებით განაცხადა. „ეს გამყიდველი იყო არავინ და არაფერი, რომელიც დააფასეს, კაცად აქციეს და სუს-სა და ოცნებაზე 20 000 დოლარად გაიყიდა. დღეს პარტიიდან გავრიცხეთ. უმძიმესი ტვირთი ერგო და ვპირდები, კიდევ უფრო დავუმძიმებ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილი. „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს წევრი, დავით ფარცვანია პარტიიდან გაირიცხა