თეგი: "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“
პროტესტის ფონზე, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფი პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზეა განთავსებული
პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღდეგ საპროტესტო აქცია გრძელდება. გასული დღეებისგან განსხვავებით, ამჯერად უშუალოდ პარლამენტის ტერიტორიაზე სამართალდამცავთა მობილიზება არ შეინიშნება, მათ შორის, პოლიციის წარმომადგენლები არ იმყოფებიან არც ჭიჭინაძისა და არც ჩიტაძის ქუჩებზე - საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან. ამასთან დაკავშირებით სააგენტო "ინტერპრესნიუსი“ ადგილიდან იუწყება, დღეს შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე არიან მობილიზებული, მათ შორის დიდი ოდენობით სამართალდამცავი იმყოფება მთავრობის ადმინისტრაციასთან. პოლიციის დანაყოფები ამ დროისთვის, უმეტესად, სპეციალურ ავტობუსებში არიან განთავსებული. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მესამე დღეა, ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია ახლაც მიმდინარეობს. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები