თეგი: "ფაიზერი"
თამარ გაბუნია: Pfizer-ის დოზები საქართველოში დღეს ჩამოვიდა
Pfizer-ის დოზები საქართველოში დღეს ჩამოვიდა, რომელიც ჯერ ვაქცინაციის ცენტრებში გადანაწილდება და ვაქცინაციის პროცესი შემდეგ განახლდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. „Pfizer-ის ვაქცინების დამატებითი დოზები ამ დილით ჩამოვიდა, მალევე მოხდება მათი განაწილება და აღდგენა, „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი განახლდება. „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია მიმდინარეობს, ვაქცინის რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს სამიზნე მაჩვენებელს- 65%-ს ზაფხულის შუა რიცხვებამდე, მთელი მოსახლეობის. ამდენად, ვაქცინების მომარაგების ჯაჭვი კვლავაც გაგრძელდება უწყვეტად და ამ მხრივ მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება. მთავარია, გადაწყვეტილება დროული იყოს და მოქალაქე მოვიდეს იმისთვის, რომ „ბუსტერ“ დოზა მიიღოს, რადგან „ბუსტერ“ დოზის მნიშვნელობა კვლავაც მაღალია. ასევე, თუ ჯერ მან კიდევ არ ჩაიტარა ვაქცინაცია, ისევ და ისევ პირველი და მეორე დოზა. წახალისების ფინანსური პროგრამა აპრილის ბოლომდე ისევ გრძელდება. 200 ლარი პირველ და მეორე აცრაზე, შემდეგ კი 100 ლარი „ბუსტერ“ დოზაზე", - განაცხადა გაბუანიამ. ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ამასთან, 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.