თეგი: აგისტოს ომი

არჩილ თალაკვაძე: ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აგვიტოს ომის საქმეზე სამართალი აღსრულდება

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აგვიტოს ომის საქმეზე სამართალი აღსრულდება და ის დრო მოვიდა, როცა დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც კომენტარი გააკეთა ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის მიერ 2008 წელს ჩადენილი ომის დანაშაულის გამო მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის დაპატიმრების ორდერის გაცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით. „ჰააგის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერები გაიცა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების იმ ჩინოსანთა მიმართ, რომელთაც პროკურორის მტკიცებით, 2008 წლის ომის დროს მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს და ადამიანების კონვენციური უფლებები დაარღვიეს. ეს ეხება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ტყვედ აყვანას, მათი უფლებების ხელყოფას. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეზე სამართალი აღსრულდება და ის დრო მოვიდა, როცა დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან", - განაცხადა თალაკვაძემ. ასევე წაიკითხეთ: ჰააგის პროკურორმა კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები გამოსცა