თეგი: ავტობაზარი

მედია: რუსეთის საავტომობილო ბაზარი, ჩინურ ბრენდებს დარჩათ

Reuters-ი წერს, რომ 2022 წლის ბოლოსთვის რუსეთში მხოლოდ ავტომობილის 14 ბრენდია დარჩენილი, წლის დასაწყისში კი მათი რაოდენობა 60 იყო. გამოცემა წერს, რომ რუსეთის ბაზარზე არსებული 16 ბრენდიდან 14 ჩინურია. 60 უცხოური ბრენდიდან 36-მა რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დატოვა.  Gazeta.ru-სთან ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთში ავტომობილების ბაზარი ახლა „ჩინურია“ და ამ ქვეყნების პროდუქციას ბაზრის  78%-ი უკავია.  Reuters-ის ცნობით, რუსეთში ახალი მანქანების გაყიდვები 61%-ით დაეცა.