თეგი: აზიის ქვეყნები

კარიბჭის ამპლუაში საქართველოს მზარდი როლი ცენტრალური აზიის ქვეყნების მიერ შესაძლოა მეტად იყოს ათვისებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ყაზახ კოლეგასთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა და თანამშრომლობის შემდგომი ზრდის შესაძლებლობები განიხილეს. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვთან. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობა და თანამშრომლობის შემდგომი ზრდის შესაძლებლობები ორმაგ და მრავალმხრივ ფორმატებში. კარიბჭის ამპლუაში საქართველოს მზარდი როლი შესაძლოა, მეტად იქნეს ათვისებული ცენტრალური აზიის ქვეყნების მიერ“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.