თეგი: აზოვის მებრძოლების ცოლები

რომის პაპი უკრაინული ბატალიონის, აზოვის მებრძოლების ცოლებს შეხვდა

რომის პაპი ფრანცისკე უკრაინული ბატალიონის, აზოვის მებრძოლების ცოლებს შეხვდა. დენის პროკოპენკოსა და არსენი ფედოსიუკის ცოლები, უკრაინის ელჩთან ერთად პაპს წმინდა პეტრეს მოედანზე შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას  იტალიური გამოცემა Corriere della Sera ავცელებს. ქალები პონტიფიკისთვის ორი წერილისა და ფოტოების მიწოდებას აპირებდნენ. ერთ-ერთი წერილი უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს, სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს, ონოფრეს ეკუთვნის, მასში მღვდელთმსახური აზოვსტალში ბლოკირებული მებრძოლების გათავისუფლებას ითხოვს.  შეგახსენებთ, რომ მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  ასევე წაიკითხეთ:   რომის პაპი: ნუ დავივიწყებთ, ომი სიგიჟეა რომის პაპის თქმით, უკრაინაში ომის საფრთხემ მის გულში დიდი ტკივილი გამოიწვია