თეგი: ალექსადრე ლუკაშენკო
აშშ-მ ლუკაშენკოს და მის ცოლს სანქციები დაუწესა
შეერთებულმა შტატებმა რუსეთს და ბელორუსს ახალი სანქციები დაუწესა. აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის ცნობით, ახალი სანქციები შეეხებათ რუს მოსამართლესა და ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს. განცხადების თანახმად, შეერთებული შტატები განაგრძობს კონკრეტული და მნიშვნელოვანი ზომების დაწესებას მათთვის, ვინც ჩართულია კორუფციაში ან დაკავშირებულია ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასთან.„მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს არაპროვოცირებული და სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) დირექტორმა ანდრეა გაკიმ. ამასთან, აშშ-ის მთავრობამ სანქციების სიას რუსეთის 11 სამხედრო მაღალჩინოსანი, მათ შორის რუსეთის ეროვნული გვარდიის მეთაური ვიქტორ ზოლოტოვი, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორი დმიტრი შუგაევი, ფედერალური უწყების, „როსობორონექსპორტის“ გენერალური დირექტორი ალექსანდრ მიხეევი და რუსეთის თავდაცვის მინისტრის 8 მოადგილე დაამატა.