თეგი: ალექსეი დანილოვი
ოლექსი დანილოვი: ლავროვმა წინა დღეს თქვა, რომ ყაზახები და მოლდოველები ძმები არიან, მოემზადეთ ძმებო ყაზახებო და ძმებო მოლდოველებო
"ლავროვმა წინა დღეს თქვა, რომ ყაზახები და მოლდოველები ძმები არიან. მოემზადეთ ძმებო ყაზახებო და ძმებო მოლდოველებო", - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს ომი უკრაინაზე არ შეჩერდება. კიდევ ბევრი რამ იქნება. ლავროვმა წინა დღეს თქვა, რომ ყაზახები და მოლდოველები ძმები არიან. მოემზადეთ ძმებო ყაზახებო და ძმებო მოლდოველებო“, - განაცხადა დანილოვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ოლექსი დანილოვი: უკრაინა ევროპოლისგან ფაქტებისა და მტკიცებულებების მიღებას ელოდება შავ ბაზარზე იარაღითა და სამხედრო საქონლით ვაჭრობასთან დაკავშირებით
"უკრაინა ევროპოლისგან ფაქტებისა და მტკიცებულებების მიღებას ელოდება შავ ბაზარზე იარაღითა და სამხედრო საქონლით ვაჭრობასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. მისი თქმით, დასავლურ პრესაში „იარაღის კონტრაბანდის“ შესახებ პუბლიკაცია ემთხვევა რუსეთის მიერ უკრაინის დისკრედიტაციისკენ მიმართული მასშტაბური საინფორმაციო სპეცოპერაციის დაწყებას, რომლის მიზანია მოკავშირეებისგან იარაღის მიწოდების შეწყვეტა. „ველოდებით საგნობრივ საუბარს ევროპოლის ოფიციალურ წარმომადგელებთან, ფაქტებით და მტკიცებულებებით უკრაინიდან „შავ ბაზარზე იარაღითა და სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის“ თითქოსდა არსებული შემთხვევების შესახებ განცხადებებთან დაკავშირებით. მაქსიმალურად დაინტერესებულნი ვართ ინფორმაციის გაცვლით და მყისიერი რეაგირებით“, - აღნიშნა დანილოვმა. ცნობისთვის, 21 ივლისს, ევროპოლის სპიკერმა, იაპ ოპ გენ ოორტმა განაცხადა, რომ ევროპოლს უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის შესახებ მონაცემები აქვს.