თეგი: ალექსეი მეშკოვი
Reuters: საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ რუსი დიპლომატის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული კარიკატურები შეურაცხმყოფელია
რუსეთის ელჩი ალექსეი მეშკოვი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტოში Twitter-ზე გამოქვეყნებული კარიკატურების გამო დაიბარეს. ამის შესახებ Reuters წერს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ რუსი დიპლომატის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული კარიკატურები შეურაცხმყოფელია. „ჩვენ ვეცდებით რუსეთთან დიალოგისთვის შევინარჩუნოთ არხები ...თუმცა ასეთი პუბლიკაციები მიუღებელია. ჩვენ ამის შესახებ საკმაოდ ნათლად ვუთხარით რუსეთის ელჩს“, - აცხადებენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. გამოცემის ცნობით, მეშკოვმა Twitter-ზე რამდენიმე კარკატურა გამოაქვეყნა, სადაც ევროპა „ავადმყოფი პაციენტია“ და აშშ და ევროკავშირი ინექციებით „აწამებენ“. ესაა „ნეონაციზმის“, „რუსოფობიის“ და COVID19-ის ინექციები. რუსეთის საელჩომ გამოვცემას დაუდასტურა, რომ ალექსეი მეშკოვთან საფრანგეთის საგარეო სამინისტროში სხვა საკითხებთან ერთად Twitter-ზე გამოქვეყნებულ კარიკატურაზეც ილაპარაკეს. „ჩვენ დავრწმუნდით, რომ პარიზში აქტიურად კითხულობენ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს, სადაც რიგ საკითხებზე რუსეთის ოფიციალური პოზიციაა გამოხატული“, - აცხადებენ საფრანგეთში რუსეთის საელჩოს პრეს-სამსახურში.