თეგი: ამბოხება
ვოლოდიმირ ზელენსკი: არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება მოხდეს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, ABC News-თან ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანია, ვინც შეიძლება, ასეთ ამბოხებას მხარი დაუჭიროს. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ პუტინის რეჟიმის სისუსტე აჩვენა. „ის პოლიტიკური ფიგურა გახდა. რატომ გაჩერდა? ზუსტად არ ვიცი. მათ თავად გადაწყვიტეს შეჩერებულიყვნენ. პუტინს არ აქვს სამხედრო ძალა რუსეთის შიგნით და მისი მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის დაცული“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ვაგნერელებმა“, შესაძლოა, უკრაინას ჩრდილოეთიდან შეუტიონ.