თეგი: ამერიკული ავიამზიდი
ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში ამერიკული ავიამზიდი განლაგდა - საერთაშორისო მედია
ამერიკული ავიამზიდი USS Harry S. Truman განლაგდა ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, საბერძნეთის კუნძულ თასოსთან. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს. მისივე თანახმად, „შეერთებული შტატების მოიერიშე თვითმფრინავები ხშირად აწარმოებენ საჰაერო პატრულირებას შეკავების გაძლიერების მიზნით და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აშშ შედის კონფლიქტში“. მოიერიშე თვითმფრინავები ამჟამად რუმინეთის თავზე NATO-ს მისიის ფარგლებში დაფრინავენ, იუწყება თავის მხრივ CNN, რომელიც წერს, რომ ავიამზიდი ეგეოსის ზღვაში 5 მარტს შევიდა. ასევე წაიკითხეთ: თურქეთი რუსეთის სამხედრო გემებს შავ ზღვაში შესვლას შეუზღუდავს - Reuters „ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა ქვეყანა, აქვთ თუ არა მათ სანაპიროები შავ ზღვაზე, არ გაუშვან სამხედრო ხომალდები სრუტეების გავლით“, - განუცხადა ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებს პირველ მარტს, ანკარაში. 1936 წლის შეთანხმების თანახმად, თურქეთს აქვს კონტროლი ბოსფორსა და დარდანელის სრუტეებზე და არეგულირებს საზღვაო ხომალდების ტრანზიტს. ის ასევე უზრუნველყოფს მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო გემების თავისუფალ გადაადგილებას და ზღუდავს იმ გემების გადაადგილებას, რომლებიც არ მიეკუთვნებიან შავი ზღვის ქვეყნებს. „მონტრეს საერთაშორისო კონვენციის თანახმად, NATO-ს წევრი თურქეთი აკონტროლებს გემების გადასასვლელს ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვას შორის, რაც მას პოტენციურ საკვანძო მოთამაშედ აქცევს რუსეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში“. როგორც ცნობილია, პენტაგონი აცხადებს, რომ შესაძლოა, გაზარდოს აშშ-ის გრძელვადიანი სამხედრო ყოფნა ევროპაში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე.