თეგი: ამიაკის გაჟონვა
ამიაკის გაჟონვის გამო აღმოსავლეთ სერბეთში, სკოლები დახურეს და გზები გადაკეტეს
ორშაბათს, 26 დეკემბერს, აღმოსავლეთ სერბეთში, სარკინიგზო ხაზზე ქალაქ პიროტთან ახლოს ამიაკის გაჟონვის გამო სკოლები, საბავშვო ბაღები, სამთავრობო ოფისები, ძირითადი საერთაშორისო გზატკეცილები დაიკეტა. სერბეთში, ამიაკის გადამზიდავი სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა აღმოსავლეთით ქალაქ პიროტში, ბულგარეთის საზღვართან, მას შემდეგ, რაც კვირას საღამოს ამიაკის გადამზიდავი სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა და ატმოსფეროში აალებადი და ტოქსიკური აირები გაიფრქვა. უწყების ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს ავარიის მიზეზი. თუმცა, სერბეთის ინფრასტრუქტურის მინისტრმა გორან ვეშიჩმა განაცხადა, რომ მთავარი პრიორიტეტი იყო შემთხვევის ადგილზე სიტუაციის მართვა და შემდგომი დანაკარგების თავიდან აცილება. „ავარია სავარაუდოდ ცუდი ინფრასტრუქტურის გამო მოხდა", - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, ხელისუფლება ასევე შეამოწმებს, დაირღვა თუ არა ტოქსიკური მასალების ტრანსპორტირების მკაცრი პროცედურები. 26 დეკემბერს პიროტის რამდენიმე ადგილას ჩატარებულმა გაზომვების შედეგად, ჰაერში და წყალში ამიაკის არსებობა არ დადასტურდა, აცხადებენ ოფიციალური პირები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას კვლავ სიფრთხილისა და სახლში დარჩენა მოუწოდა. გარდა ამისა, რეგიონის მოსახლეობას ასევე ურჩია, რომ ჯერ არ დალიონ ონკანის წყალი და არ გამოიყენონ საჭმლის მოსამზადებლად. 50-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა სამედიცინო დახმარებას ადგილობრივ საავადმყოფოში, ხოლო კიდევ 15 გადაიყვანეს სამხრეთ ქალაქ ნისში. მათ შორის არიან უცხოელები და ბავშვები. ორშაბათს საღამოს ავარიის ადგილი დაკეტილი დარჩა, ხოლო ბულგარეთისკენ მიმავალ გზატკეცილზე მოძრაობა შეჩერებულია. ეს მაგისტრალი, რომელიც აკავშირებს სერბეთს ბულგარეთთან, ჩვეულებრივ ძალიან დატვირთულია საშობაო არდადეგების დროს, რადგან დასავლეთ ევროპაში მომუშავე ხალხი თავის ქვეყნებში მიემგზავრება.