თეგი: ანაზღაურება
პოლონეთი რუსეთისგან, სსრკ-სგან მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს
პოლონეთის ხელისუფლება აპირებს გამოთვალოს, თუ რა ზარალი მიადგა ქვეყანას საბჭოთა კავშირისგან და რუსეთს კომპენსაცია მოსთხოვონ. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, საბჭოთა კავშირის გამო მიყენებული სამხედრო დანაკარგების შესახებ ანგარიშის მომზადება იმ კვლევების საფუძველზე იგეგმება, რომლებიც ნაცისტური გერმანიის მიერ ქვეყანისთვის მიყენებული ზარალის დადგენისას გამოიყენეს. შეგახსენებთ, რომ პირველ სექტემბერს ვარშავამ წარმოადგინა ანგარიში ზარალის შესახებ, რომელიც ნაცისტური გერმანიის თავდასხმის შედეგად ქვეყანას მიადგა. ზარალი $1,3 ტრილიონად შეფასდა. ოქტომბრის შუა რიცხვებში პოლონეთმა გერმანიას ამ თანხის გადახდის მოთხოვნით დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა. ოფიციალური პასუხი ჯერ არ ყოფილა, მაგრამ გერმანიის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არაფერს გადაიხდიან.