თეგი: ანიკენ ჰუიტფელდი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს სჭირდება სოლიდარობა, რათა საზღვრების დაცვა შეძლოს
ბუქარესტში, დღევანდელი მინისტერიალის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება, როგორც დაიცვან რუსეთის მეზობელი ქვეყნები, მათ შორის საქართველო. ამის შესახებ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდტმა ბუქრესტში, NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა. ბოგდან აურესკუ: რუმინეთი მხარს უჭერს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციას, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა, ალიანსის წევრები გახდებიან როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს პარტნიორების სოლიდარობა სჭირდება. „ჩვენ დღეს ვისაუბრებთ რუსეთის მეზობელ დაუცველ ქვეყნებზე, როგორიცაა საქართველო, მოდლოვა და ასევე ბოსნია. ცოტა ხნის წინ ვიყავი საქართველოში, მათ ჩვენი სოლიდარობა სჭირდებათ. არის საჭიროება, რომ ჩვენ ნამდვილად ვიყოთ თანმიმდევრულები, რათა რუსეთის მეზობელმა ქვეყნებმა შეძლონ საზღვრების დაცვა. მე ვფიქრობ, ეს იქნება მინისტერიალზე საერთო გზავნილი საქართველოსთვის“, – განაცხადა ანიკენ ჰუიტფელდტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 29 ნოემბერს, ბუქარესტში NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დაიწყო, სადაც მოკავშირეები ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საკითხებს განიხილავენ.