თეგი: ანჟეი დუდა
ანდჯეი დუდა: პოლონეთი მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ქვეყანა მზადაა გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი. ზელენსკიმ დაასახელა 7 ქვეყანა, რომლებიც მზად არიან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილონ რასმუსენი და ერმაკი უხელმძღვანელებენ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებებს წარადგენს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: შვიდი ქვეყანა მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი „ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკითხა, თანახმა ვარ თუ არა, რომ პოლონეთი იყოს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი. ჩვენ გვჯერა, რომ როგორც მეზობლები, უბრალოდ ვალდებულები ვართ. ამიტომ, თუ უკრაინა შემოგვთავაზებს ვიყოთ უსაფრთხოების გარანტი და მშვიდობის გარანტი ომის დასრულებისას და თუ სამშვიდობო ხელშეკრულების ასეთი პირობები მიიღება – დიახ, პოლონეთი მიიღებს მონაწილეობას ამაში“, – თქვა დუდამ. CNN-ის ცნობით, გარანტორებს შორის კიევი ხედავდა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს წევრ ქვეყნებს, მათ შორის რუსეთს, აშშ-ს, ბრიტანეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, ასევე თურქეთს, გერმანიას, კანადას, იტალიას, პოლონეთს და ისრაელს. რუსეთი გარანტორად აღარ განიხილება. პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბუჩაში განვითარებულმა მოვლენებმა ამ საკითხზე შეხედულება შეცვალა. ცნობისათვის, 8 მაისს G7-ის სამიტზე, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკიც მონაწილეობდა, უკრაინის პრეზიდენტმა „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მოუწოდა, რომ გამხდარიყვნენ, ქვეყნის უსაფრთხოების გარანტები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.