თეგი: არადეკლარირებული ოქრო
მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში კანონდარღვევის 5 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, ,,წითელი ხიდისა“ და ,,სარფის“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქეების მ.გ.-სა და ი.გ.-ს, როგორც ფიზიკური ასევე, კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 133,81 გრამი) და ოქროს ზოდი (20 გრამი) გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 18 424,99 ლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში, 18 424,99 ლარის ოდენობით შეეფარდათ. მებაჟე ოფიცრებმა, საზღვარზე კანონდარღვევით ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის კიდევ 3 ფაქტი აღკვეთეს საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“. საქართველოს მოქალაქეებს ჯამში, 238,95 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, ასევე, 239,33 გრამი ოქროს მონეტა და 14 გრამი ვერცხლის ნაკეთობები ქვეყნის საზღვარზე მალულად შემოჰქონდათ. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ნ.გ.-ს, სანქციის სახით, ჯარიმა, 3240 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო ნ.ბ.-სა და მ.ფ.-ს მიმართ საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
შემოსავლების სამსახურის ცნობით, ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ყაზახეთისა და საბერძნეთის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 524,94 გრამი) გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 154,61 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში 42 154,61 ლარის ოდენობით შეეფარდათ“, – აცხადებენ უწყებაში.
სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს
სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, საქართველოს მოქალაქის შ.ა.-ს ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, (სპეციალურად მოწყობილ სამალავებში) არადეკლარირებული 515.66 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. „საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 45 833.08 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სარფში 50 მილიონამდე ღირებულების არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღიკვეთა - შემოსავლების სამსახური
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტ "სარფში" დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. უწყების ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 49 870,6 ლარი შეადგინა. „სამართალდამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქე, სანქციის სახით, 7509,9 ლარით დაჯარიმდა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.