თეგი: არამეგობრული ქვეყნები

რუსეთმა „არამეგობრული ქვეყნების“ სია გააფართოვა

რუსეთის ხელისუფლებამ „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში  საბერძნეთი, დანია, სლოვენია, ხორვატია და სლოვაკია დაამატა. რუსეთმა "არამეგობრული ქვეყნების" სია დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ქვეყნები რუსეთის ფედერაციასთან, მოქალაქეებთან და ბიზნესკომპანიებთან მიმართებით „არამეგობრულ ქმედებებს“ ახორციელებენ. ვლადიმერ პუტინი: რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ დოკუმენტის თანახმად, ამ ქვეყნებიდან რუსეთში დიპლომატიური მისიების კონტინგენტის რაოდენობაც იზღუდება. საბერძნეთს თავის მისიაში, მხოლოდ 34 დიპლომატის დაქირავება, დანიას - 20, სლოვაკეთს კი 16 შეუძლია. სლოვენია და ხორვატია კი დიპლომატიურ მისიებსა და საკონსულოებში თანამშრომლებს ვერ დაიქირავებენ. შეგახსენებთ, 2022 წლის მარტში, უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ „არამეგობრული ქვეყნების“ სია შეადგინა.  

რუსეთმა სამი „ოფშორული სახელმწიფო" არამეგობრულად გამოაცხადა

რუსეთმა ბაჰამის, გერნსის და მენის კუნძულები რომლებიც ოფშორული კომპანიების შესაქმნელად პოპულარული იურისდიქციებია, „არამეგობრულ ტერიტორიებად“ აღიარა. შესაბამის ბრძანებას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა მოაწერა ხელი. რუსეთმა "არამეგობრული ქვეყნების" სია დაამტკიცა რუსეთის მთავრობის პრესსამსახურში „ოფშორული სახელმწიფოების“ „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შეტანის მიზეზები განმარტეს. ვლადიმერ პუტინი: რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ გერნსის და მენის კუნძულები „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში იმიტომ მოხვდნენ, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკრაინაში სამხედრო შეჭრის საპასუხოდ, ბრიტანეთის სანქციებს მხარი დაუჭირეს. ბაჰამის კუნძულები ე.წ. „შავ სიაში“ იმიტომ შეიტანეს, რომ რუსეთის ბანკებთან, ფინანსთა სამინისტროსთან და რუსეთის რიგ საკრედიტო ორგანიზაციასთან გადარიცხვები აკრძალეს. რუსეთმა „არამეგობრული ქვეყნების“ სია გააფართოვა შეგახსენებთ, 2022 წლის მარტში, უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ „არამეგობრული ქვეყნების“ სია შეადგინა.