თეგი: ასტარა-რეშტის რკინიგზა
ირანი ცდილობს, ასტარა-რეშტის რკინიგზის მშენებლობის დასასრულებლად დაფინანსება რუსეთიდან მიიღოს
ირანს 800 მილიონი ევრო სჭირდება ასტარა-რაშტის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობის დასასრულებლად, რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (ITC) ნაწილია. რუსეთის რკინიგზა, აზერბაიჯანთან და ირანთან „რეშტ-ასტარას“ მარშრუტის გაშვებაზე შეთანხმებას ცდილობს ამის შესახებ ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრის მოადგილემ ჰეიროლა ხადემიმ განაცხადა. „ასტარა-რაშტი სარკინიგზო პროექტებს შორის მთავარი პრიორიტეტია... ამ პროექტის დასასრულებლად 800 მილიონი ევრო გვჭირდება“. მინისტრის მოადგილის თქმით, ირანი რუსული მხარისგან პასუხს უახლოეს კვირებში ელის. ირანელმა ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ თეირანს სურს ამ პროექტის განხორციელებისა და ექსპლუატაციისთვის სახსრები მოსკოვიდან კრედიტით ან რუსული კერძო სექტორისგან მიიღოს. ამავდროულად, ირანი მზადაა განიხილოს დაფინანსების სხვა წყაროები. ირანი, „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნის ფარგლებში, რეშტ-ასტარას რკინიგზის ხაზის აშენებას გეგმავს „რუსმა სპეციალისტებმა ირანული მხრიდან მიიღეს ტექნიკური დოკუმენტაცია და კვლევები, ჩაატარეს ტექნიკური დათვალიერება. ამ დროისთვის ირანული მხარე მოსკოვიდან ელოდება ინფორმაციას ფასებისა და სამუშაოს დაწყების პროცედურის შესახებ", - დასძინა ხადემმა. მედია: ირანი რუსეთისთვის შესაძლოა, სატრანსპორტო ჰაბი გახდეს „ასტარა-რეშტი არის მულტიმოდალური მარშრუტის ნაწილი სანკტ-პეტერბურგიდან მუმბაის პორტამდე (ინდოეთი), რომლის სიგრძე 7,2 ათასი კილომეტრია. ეს არის საზღვაო გზის ალტერნატივა, რომელიც აკავშირებს ევროპას, სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და ინდოეთის ოკეანეს სუეცის არხის გავლით. არსებობს სამი ITC მარშრუტი: ტრანსკასპიური (რკინიგზისა და პორტების გამოყენებით), დასავლეთი და აღმოსავლეთი (სახმელეთო). ირანმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ასტარა-რეშტის სარკინიგზო მშენებლობის პროექტზე ჯერ კიდევ 2005 წელს. მშენებლობის აქტიური ეტაპი მხოლოდ 2018 წელს დაიწყო.