თეგი: აფრიკის კავშირი
აფრიკის კავშირის ხელმძღვანელი პუტინს უკრაინის ომის გავლენის შესახებ აფრთხილებს
სენეგალის პრეზიდენტმა და აფრიკის კავშირის ხელმძღვანელმა მაკი სალმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული საკვების დეფიციტის გავლენა მხედველობაში უნდა მიიღოს. მხარების შეხვედრა სოჭში შედგა. კონფლიქტამდე აფრიკაში მოხმარებული ხორბლის 40%-ზე მეტი უკრაინიდან ან რუსეთიდან მიდიოდა. ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინიდან აფრიკაში მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით, აქტიურად იმუშავებს შეხვედრის შემდეგ თავის საჯარო გამონათქვამში პუტინმა თქვა, რომ რუსეთი „ყოველთვის აფრიკის მხარესაა“.