თეგი: აშშ თავდაცვის მინისტრი

ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდნენ

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის დედაქალაქში, კიევში ჩავიდნენ. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მათ ვიზიტს ძალიან ღირებულსა და მნიშვნელოვანს უწოდებს. "განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გაძლიერების, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხები. მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს უპრეცედენტო დახმარებისთვის!“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: აშშ უკრაინას 322 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს