თეგი: ბადენ-ბადენი

მედია: უკრაინის სანომრე ნიშნებიან მანქანებზე სვასტიკის გამოსახვაში მხილების შემდეგ, დეპუტატმა ბადენ-ბადენის საკრებულო დატოვა

გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენის საკრებულოს დეპუტატი, (AfD) მარტინ ქიუნე, რომელმაც უკრაინის სანომრე ნიშნებიან მანქანებზე სვასტიკები გამოსახა, დააჯარიმეს. ამ კვირის დასაწყისში, ბადენ-ბადენის პროკურატურამ არჩეულ თანამდებობის პირს ნაცისტური სიმბოლოების გამოყენების გამო ბრალი წაუყენა. უკრაინული მედიის ცნობით, ინციდენტები მიმდინარე წლის იანვარსა და მარტში მოხდა.  „დეპუტატს „ანტიკონსტიტუციური ორგანიზაციების ატრიბუტების გამოყენებისა" და საჯარო შეურაცხყოფისთვის ჯარიმა (ზუსტი მონაცემები არ გამოქვეყნებულა) დაეკისრა,“ იტყობინება ბადენ-ბადენის პროკურატურა. განახლება: მარტინ ქიუნე მუნიციპალურ საკრებულოში პოლიტიკური გაერთიანება AfD-ის (ალტერნატივა გერმანიისთვის) ფრაქციის წევრი იყო. მან AfD დანაშაულში მხილების შემდეგ დატოვა. მარტინ ქიუნმა გადადგომის შესახებ განცხადება AfD-ს რაიონულ ასოციაციას წერილობით წარუდგინა. მისი მიმართვა AfD-ს საპარლამენტო ჯგუფის ლიდერმა, კურტ ჰერმანმა დაადასტურა.  უფრო ადრე კი, მან საკრებულოს დატოვების თხოვნით მერსაც მიმართა და განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილებით სურდა, ქალაქ ბადენ-ბადენისთვის ზიანი თავიდან აეცილებინა. მერმა, დიტმარ შპეტმა დეპუტატის მოთხოვნა დააკმაყოფილა.