თეგი: ბარბარობა

17 დეკემბერს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ტრადიციული, ბარბარობასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება

17 დეკემბერს, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის ტერიტორიაზე, წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიასთან ჩატარდება უკვე ტრადიციად დამკვიდრებული ბარბარობასთან დაკავშირებული მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შოუბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები. გაიმართება რეკრეაციული,სპორტული, კულტურული პროგრამები, მოეწყობა ატრაქციონები ბავშვებისთვის და სხვადასხვა ხელთნაკეთი ნივთების, აქსესუარების გამოფენა. იმუშავებენ ანიმატორები, მოეწყობა ჩვენება პატრიარქის ცხოვრებასთან დაკავშირებული ფილმის, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღს მიეძღვნება. ასევე გაიმართება 99-ე სკოლაში არსებული ბავშვთა ანსამბლის კონცერტი, მოეწყობა შეჭირვებული მოსახლეობისთვის საქველმოქმედო სიკეთის კუთხე. ამ წლის ღონისძიების სიახლე იქნება ისიც, რომ საპატიო უბნელები დაჯილდოვდებიან. ღონისძიებაზე სტუმრებს უმასპინძლებენ ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციული ცხელი ლობიანით, ასევე გლინტვეინით, ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი ტკბილეულით: ბამბის ნაყინით, პოპკორნით ცხელი სასმელებით, რაც ორგანიზატორების სურვილით და გადაწყვეტილებით უფასო იქნება. საღამოს ღონისძიება დაიხურება გრანდიოზული ფოიერვერკით. ორგანიზატორები იწვევენ ყველას, ვისაც აქვს სურვილი, ეს დღე განსაკუთრებული ემოციებით, ოჯახის წევრების და ახლობლების გარემოცვაში გაატაროს. ამასთან, აღნიშნავენ, რომ „უბნის ბიჭების“ სახელით ორგანიზებული ბარბარობის დღესასწაული უკვე დიდი ხანია, უბნელების, ახლობლების, ოჯახის წევრების, ნათესავების თავშეყრის ნამდვილი ზეიმის დღედ ჩამოყალიბდა.

მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრის მიხედვით, 17 დეკემბერს ბარბარობა აღინიშნება. „დიდმოწამე ბარბარე, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ეწამა ქრისტესთვის. წმინდანი ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. იმპერატორ მარტიანეს ბრძანებით, წმ. ბარბარე სასტიკად აწამეს, რის შემდეგაც დიოსკორემ, საკუთარმა მამამ, თავი მოკვეთა. ამ დროს ციდან ელვის სახით ცეცხლი გადმოვიდა და დიოსკორე და მარტიანე დაწვა. ბარბარეს წმინდა ნაწილებზე მრავალ ქვეყანაში აიგო ტაძარი, სადაც ხალხი წმინდანს ინფექციური დაავადებებისაგან, შავი ჭირისაგან განკურნებას, უეცარი სიკვდილისაგან, მეხისა და ცეცხლისაგან თავის დაცვას სთხოვდა“, - ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  