თეგი: ბარსელონა
ბარსელონაში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა
ბარსელონას სადგურზე ორი მატარებლის შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი დაშავდა. ესპანეთის სახელმწიფო ოპერატორმა Renfe-მ განაცხადა, რომ ერთი მატარებელი მეორეს უკანა მხრიდან დაეჯახ. შემთხვევა სადგურ Montcada i Reixac-ზე, დაახლოებით დილის 7:50 საათზე (0650 GMT) მოხდა. იტყობინება ახალი ამბების სააგენტო EFE. კატალონიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოები აცხადებენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება 155 ადამიანს დასჭირდა, მაგრამ არცერთს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა. მათივე თქმით, მსუბუქი დაზიანებებით სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნება. ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.
ბარსელონის აეროპორტში რადიოაქტიური მასალის შემცველი ჩემოდანი იპოვეს
ესპანეთის თავდაცვის სააგენტო Civil Protections-ის ცნობით, შვეიცარიის საერთაშორისო ავიახაზების (SWISS) თვითმფრინავიდან სამშაბათს ჩამოტვირთულ ჩემოდანში რადიოაქტიური მასალის გაჟონვა დადასტურდა. ჩემოდანი გერმანიიდან ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით, სალამანკაში გადაჰქონდათ. წერს ესპანური გამოცემა El Nacional. „მასალა, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც კიბოს სამკურნალო პროდუქტი, შეიძლება, გაჟონვა და გარეგანი დაზიანება გამოიწვიოს,“ ნათქვამია ინფორმაციაში.თვითმფრინავის ბორტზე მყოფი მგზავრები კარანტინში იმყოფებოდნენ და მასალის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ხუთი მუშა სიფრთხილის მიზნით სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. გამოკვლევის შემდეგ, ჯანდაცვის სააგენტომ გამოაცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე არავინ დაშავებულა.